შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ასეთი კარგი კადრი ამდენ ხანს უქმად რომ იყო, ეს უფრო მიკვირდა“ - სოხაძე ღარიბაშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36737 
 06 მარტი 2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მომღერალი ირმა სოხაძე დადებითად აფასებს და თვლის, რომ ღარიბაშვილის მსგავსი კადრი საჭიროა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მმართველი პარტია კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება.

„როგორც მახსოვს, ღარიბაშვილი საქმიანი ადამიანი იყო, უბრალოდ, ზოგჯერ მისი მინუსი ზედმეტად მკვახე და მკაცრ გამონათქვამებში გამოიხატებოდა, თუმცა ხანდახან ეს საჭიროც იყო. ახლა, როდესაც კრიზისი აქვს მმართველ პარტიას, ასეთი რადიკალური და კარდინალური, მაგრამ ამავდროულად კულტურული და განათლებული ადამიანი იქნებ საჭიროც იყოს.

„არ ვიცი რამ განაპირობა მისი დაბრუნება, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ გამიკვირდა, ალბათ იმიტომ, რომ ველოდი ამას, რადგან ასეთი კარგი კადრი ამდენს ხანს უქმად რომ იყო, ეს უფრო მიკვირდა", - აცხადებს სოხაძე.

მომღერლის თქმით, მისთვის ჯერ გაურკვეველია როგორ აისახება ღარიბაშვილის დაბრუნება მმართველ პარტიაზე, რადგან „ქართულ ოცნებაში" ბევრი მისთვის გაურკვეველი მოვლენები მიმდინარეობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისნაირი ერთგული და პროფესიონალი კადრის დაბრუნების შემდეგ უკეთესი ამბები მოხდება მომავალში.

„მმართველ პარტიას აკლია კოორდინირება, ზოგჯერ ვგებულობთ ისეთ რაღაცას, რაც არ არის ჩვენთვის გასაგები, ზოგჯერ დროზე ადრე ვგებულობთ. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში რა ხდება შიგნით, სამზარეულოში, ეს მგონი თვითონ უშუალო წევრებმაც არ იციან დალაგებულად", - აღნიშნავს ირმა სოხაძე.

ნათია ფეხშველაშვილი

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია