შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36744 
 06 მარტი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს:

„რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია. მიმაჩნია, რომ რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი. დაგეგმილი მაქვს ჩასვლა გურიაში და კიდევ ორ რეგიონში" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„უმუშევრობა, მწვავე სოციალური პრობლემები ძალიან დიდი ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში. ადგილებზე ჩასვლით დავრწმუნდი, რომ ყველგან, ყველა მხარეში დევს მისი განვითარების სპეციფიკური გასაღები. მეღვინეობის განსაკუთრებულ და მზარდ პოტენციალთან ერთად, ვითარდება სოფლის მეურნეობის სხვა დარგები. მცირე და საშუალო მეწარმეები წარმატების მაგალითს იძლევიან. ისინი სახელმწიფო პროგრამების, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების გამოყენებით ახერხებენ ქართული ბაზრის დაუფლებას და ზოგჯერ - უცხოურ, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომ ბაზრებში შეღწევას. უცხოეთთან გახსნილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და სატრანსპორტო ქსელის განვითარება დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, თუკი ქართული პროდუქციის ხარისხისა და რეკლამირების დონე აიწევს. ასევე, საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა ქალი ფერმერების საქმიანობას, რომელსაც უკვე უჭირავს თავისი ადგილი ეკონომიკაში და რომელსაც სჭირდება მეტი მხარდაჭერა.

რეგიონებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი პოტენციალის ამოქმედება გადამწყვეტია, მაგალითად - ტურიზმის სფეროში სხვადასხვა სახეობის: სამედიცინო, ბალნეო, სამთო, არქეოლოგიური, რელიგიური ტურიზმის განვითარება. მისასალმებელია დაცული ტერიტორიების სიაში ახალი ობიექტების შეტანა. მათი ხარისხიანი დაცულობა რეგიონების განვითარების ერთ-ერთ სერიოზულ გზას გვისახავს და გარემოს დაცვას ემსახურება“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია