შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წერილი გინდათ, თუ სიხარული"?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36772 
 07 მარტი 2019

"დიახ, ივანიშვილი ქვეყანას მაფიოზური მეთოდებით, განგსტერივით მართავს!
დიახ ოლიგარქი ხაზარაძეს ბანკს ,,ახევს"!
დიახ, ის ცდილობს ყველა მედია და პარტია ერთი ადგილის ქვეშ ამოიდოს! და ,,იმედი" სახელისუფლებო არხია!
დიახ, მის ბიზნესკომპანიად აქცია ქვეყანა და ჯიბეში ჩაიდო ყველა და ყველაფერი, რისი სურვილიც აქვს!
დიახ, ამის უფლება თქვენი მიეცით: წინა ხელისუფლების თავკაცებმა, ციდან ჩამოყრილი სხვისი ფულის მოტრფიალეებმა, ოცლარად ხმის გამყიდველებმა ყველა ხელისუფლების დამფინანსებელმა, ყოველთვის ,,დაჩმორებულმა" ბიზნესმენებმა, რომელთა უმრავლესობამ ასევე მაქინაციებით გაქვთ, ის რაც გაქვთ!
დიახ, ხ.მ. - მ (სრულად მოხსენიებაც არ აღირსეს) შეასრულა ქვეყნის დირექტორის მარჯვენა ხელის გახარიას დავალება და საპრეზიდენრო არჩევნებისთვის ქოცხელისიფლების კანდიდატზე იმუშავა!
დიახ, ტვ ,,პირველი" მისმა მფლობელმა ქოცპარტიასა და მის კანდიდატზე იმუშავა, სოლოლაკიდან ფეხის პირველსავე დაბაკუნების დღიდან! (საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი).
დიახ, გარიგებაში შედიან მთავარ მაფიოთან და ისე ალაგებენ თავიაანთ კეთილდღეობას, ხშირად ხალხის გაჭირვებით, ერთად!
და როცა ქვეყანაში მოარული უბედურების აქლემი, მათ კართანაც დაიჩოქებს, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, რომ სხვაც ჭირდებათ!
იმაზე, რომ თუ ნამდვილ ოპოზიციას არ გააძლიერებდნენ, აუცილებლად დადგებოდა მათთვის შავი პარასკევი, ყველა არჩევნების წინ ვაფრთხილებდით მ.ხ.- საც და სხვებსაც.
აუცხადდათ და კიდევ ბევრს აუცხადდება ჩვენი გაფრთხილება, ისე როგორც ხალხს აუცხადდა ჩვენი ბევრი პროგნოზი, რომლის გამოც თავის დროზე ჯვარს გვაცვეს, არაერთხელ.
ჰოდა..... რას ვამბობდი?! ....
იმას, რომ სანამ სწორ არჩევანს არ გააკეთებთ, ასე იქნება! საარჩევნოდ რომ ხარჯავენ, ასმაგად რომ მერე ისევ თქვენი კისრებიდან ამოიღებენ, მაგასაც კი ვამბობთ ხოლმე... 
,თიბისიმ", ისე, როგორც სხვა ბანკებმა ხალხს რომ სიცოცხლე გაუმწარა და ,,ბორჯომის" ხელში ჩაგდებაში ბევრი კითხვის ნიშნები იყო, ისიც გვახსოვს, მაგრამ ბიზნესიც, ტელევიზიებიც და ჩვენი უფლებებიც სანამ არ იქნება დაცული, სულ ასეთ კვნესაში ვიქნებით. ესაა ჩემი კომენტარი!...
წერილი გინდათ, თუ სიხარული"?!...

ნინო მეტრეველი, "ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია