შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა" - კვესელავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36781 
 07 მარტი 2019

"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა და ალბათ რამდენიმე კიდევ შემონახული აქვს. იმედია, უახლოეს მომავალში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრე გავხდებით" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებზე. აღსანიშნავია, რომ მან ღარიბაშვილი დაბრუნება "რეზონანსთან" რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუში იწინასწარმეტყველა.

დაახლოებით 6 თვის წინ გავაკეთე პროგნოზი, რომ ივანიშივლი ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბარუნებდა და ამას ხშირად ვიმეორებდი. ჩემს ამ მოსაზრებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ გამართლდა და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. შემთხვევით არაფერი ხდება და არც ივანიშივლი დაბრუნდა შემთხვევით პოლიტიკაში, იგრძნო, რომ მის პროექტს, მის მონაპოვარს, "ქართულ ოცნებას", საფრთხე ემუქრებოდა და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო.

დღეს არც ქვეყნისთვის და პირადად მისთვის, მთავარი არ არის პარტიის გადარჩენა, პარტიები იშლება და ახლები იქმნება. დღეს მთავარი არის ხელისუფლების მიერ აღებული კურსის გადარჩენა, ეს არის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. 25 წლის მანძილზე ყველა ხელისუფალი ამბობდა, რომ საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს საშინაო პოლიტიკას, გარდა ზვიად გამსახურდიასი, რომელიც ამბობდა, რომ სწორედ საშინაო პოლიტიკა განსაზღვარავს საგარეო პოლიტიკას. რაც ჩვენ დავინახეთ, საშინაო პოლიტიკაში შედეგი ვერ მივიღეთ და ამიტომაც არ გვაქვს სრული შედეგი საგარეო პოლიტიკაში.

ცვლილებები ძალიან მალე უნდა დაიწყოს, რომ ხალხმა თავის თავზე იგრძნოს ის სიკეთე, რაც "ოცნებას" და მის ხელმძღვანელობას აქვს ჩაფიქრებული. ივანიშვილმა ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა და ალბათ კიდევ აქვს შემონახული. იმედია, რომ უახლოეს მომავალში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრე გავხდებით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია