შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხატია ბუნიათიშვილი იცით რატომ არის მაგარი პატრიოტი"?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36741 
 06 მარტი 2019
რუსეთში, სახელმწიფო კრემლის სასახლეში 3 მარტს გამართულ საზეიმო კონცერტზე რუსეთის ცნობილ მომღერლებთან ერთად, ქეთა თოფურიამ და თამარ გვერდწითელმაც იმღერეს.  ამ საკითხს საფრანგეტში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გამოეხმაურა.
საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ იმ ქართველი მომღერლების მიდგომებს აფასებს, რომელთათვისაც სიტყვა პატრიოტიზმი ხშირად უმნიშვნელო ხდება და ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერას, ან მისი ლიდერის გაღმერთებას, კულტურისა და პოლიტიკის გამიჯვნის საჭიროებით ფუთავს: 

"ხატია ბუნიათიშვილი იცით რატომ არის მაგარი პატრიოტი? იმიტომ რომ ხელოვნებაში, როგორც პროფესიონალი, მსოფლიო ბაზრის პროდუქტს ქმნის და მისთვის რუსეთის უგემოვნო დამპალი ბაზარი არაფრის მომცემია.
აი თქვენ, მათხოვრებო, ვინც ვერ შედექით ისეთ პროფესიონალებად, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ მსოფლიოს მეგავარსკვლავებს, რუსეთის იქით ვერ ნახავთ გასაქანს. 
პროფესიონალიზმი ღირსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დიახ სწორედ პროფესიონალები არიან ღირსეული პატრიოტები! მათ გამოწვევების არ ეშინიათ და ბედნიერებას სწორედ ამაში პოულობენ. 
თქვენ, კიდევ დიდხანს მოგიწევთ რუსეთის სცენიდან, დაკარგული სულიკოს საფლავის ძებნა და ისე ამოგხდებათ სული, რომ ვერც 
ვერასოდეს მიაგნებთ"!-წერს ემიგრანტი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია