შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სამშობლო — ბედისწერაა...სად უნდა დავბადებულიყავი არ ამირჩევია"..-ბლიც-ინტერვიუ გურულ პოეტთან

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36773 
 07 მარტი 2019
პოეზიარის ბლიც-ინტერვიუ სოფიო ღლონტთან

დავიბადე — 1983 წლის 4 თებერვალს ოზურგეთში. ჩემი ლოტბარი ბაბუის, ნოე ბარბაქაძის დაბადების დღის თარიღზე. ეს დღე ყველაზე მისტიური დღეა ჩემს ცხოვრებაში.

გახლავართ — გურული, მთელი გურული ქარიზმატულობით..სხვანაირად რომ ვთქვა, გახლავართ (იმდენად ბევრ პროფესიას დავეუფლე, საკუთარ თავს ვეძებ)ხან თეატრის სცენაზე აღმოვაჩინე, ხანაც ჟურნალისტიკაში,ან კიდევ მწერლობაში...არ ვიცი კონკრეტულად ვინ ვარ,ალბათ დრო გამოაჩენს....მატიანე ...

ვცხოვრობ — 2 თვეა ბათუმში.ახალ ოჯახში,მეუღლესთან,ზურა კალანდარიშვილთან ბედნიერად..თუ არ ჩავთვლით დედაქალაქის მონატრებას,სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გავატარე...

ვწერ — უმეტესად შუაღამით, რელიგიურ თემებზე...ჩემგან დამოუკიდებლად ხდება ეს...მოკლედ რაც ზემოდან მოდის, ვიღებ და გადმომაქვს...

მიყვარს — სიყვარული და ამით ცხოვრება....ასე უფრო მარტივია,ზოგჯერ რთული, თუმცა არ გავურბი სირთულეებს

ვეჭვიანობ — ჩემი მეუღლის სარეკლამო ბიზნესზე...იმდენ დროს უთმობს...ეჰჰჰ
ვპატიობ — ვმეცადინეობ, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიო...ქრისტეს მაგალითი მიბიძგებს ამისკენ
ვგრძნობ — ადამიანების, შენობების,ნივთების აურას...
მეშინია — საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
არ შემიძლია — ფარისევლობას შევურიგდე..მძაგს,ეს თვისება.
გული მიჩუყდება —თითქმის ყველაფერზე...მოხუცებზე განსაკუთრებით...ასევე, როდესაც ბახის„ სუიტას “ „შინდლერის სიას“ ვუსმენ.
ვკითხულობ — თითქმის ყოველთვის ბიბლიას...განსაკუთრებით „საქმეები“ „ეკლესიასტე“ ასევე შექსპირს.უფრო იშვიათად ბულგაკოვს და ორუელს
ვეძებ — ადამიანებში ადამიანს.
ვბრაზდები — გურულს რად უნდა მაგიზა მიზეზი??
ვიმახსოვრებ — უცხო ენოვან სიტყვებს მარტივად...ოღონდ ქართულ ენას არ ვახმარ ამ სიტყვებს,რადგან ის იმდენად მდიდარია, არ საჭიროებს.
ვიცინი — ქელეხებში...ღმერთო მაპატიე....
ვინახავ — მოგონებებს.
მწამს — სამყაროს შემოქმედის არსებობის.
მსიამოვნებს — სილამაზის ცქერა.
ვივიწყებ — წარსულს, მაგრამ ვერ ვივიწყებ..
მესიზმრება —იმერეთი დედულეთი..და სახლი,რომელიც გაყიდეს და ჩვენი აღარაა.
ვეხმარები — ვისთანაც მიმიწვდება ხელი...განურჩევლად...საქველმოქმედო საქმიანობას ვეწევი წლებია...უფლის შეწევნი...„გაცემას მეტი სიამოვნება მოაქვს,ვიდრე მიღებას“ ბიბლია..ვეთანხმები.
ვუსმენ — ჩემი პატარა დისშვილების სუნთქვას...ყველაზე საამურს.
ჰობი — მუსიკის , ტექსტის წერა და ფორტეპიანოზე ამღერება.
ვფიქრობ — წუთისოფლის ამაოებაზე...ეკლესიასტე, მეც გამიმყარა ეს ფიქრები.
ვნანობ — იმპულსური ბუნებიდან გამომდინარე კამათს ადამიანებთან...არ ღირს კამათი...ამ დროს გულის ტკენა გარდაუვალია...
მენატრება — ჩემი ემიგრანტი დეიდაშვილი ნანა.ემიგრანტი მეგობრები ..და თეატრალურში გატარებული სტუდენტობის წლები.

სამშობლო — ბედისწერაა...სად უნდა დავბადებულიყავი არ ამირჩევია..ბედნიერი ვარ , რომ ამ პოლიფონიით გაჯერებულ მიწა-წყალზე დავიბადე..სამშობლო არის დედა,რომელიც გზრდის და შემდეგ ვალდებული ხარ მოუარო.

რჩევა ავტორებს — ბევრი კითხვა, ნაკლები სნობიზმი და კლანური ურთიერთობები...მეტი გულწრფელობა და პრემია -ტიტულებზე გამოკიდება კი არა, ჭეშმარიტი ხელოვნების ძიება და აღმოჩენა საკუთარ თავში...
აი ეს დაისახონ.

პოეზიარი — ძალიან საინტერესო, ინოვაციური გვერდი შემოქმედი ადამიანებისთვის. სტიმული დამწყები ავტორებისთვის და ჭეშმარიტად სასიკეთო, ქართული საქმე...გმადლობთ.

ხელოვნება — ესაა მთავარი ესთეტიკური ხედვა სამყაროსი. .ყველაზე მისტიკური,დაფარული და ასევე„შიშველი“ ზმანება ადამიანის სულის...ხელოვნება უკვდავებაა...

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია