შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბახტაძე FRESCO-ს დამფუძნებელზე: ასეთ მძიმე ბრალდებას რომ აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან პასუხი აგო

სამართალი
 08 მარტი 2019

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ "ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაკეთებული განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ სოფრომაძემ ბრალდებები უნდა დაადასტუროს.

"იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ჩვენი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო. გვაჩვენოს, საზოგადოებას აჩვენოს... საგამოძიებო ორგანოები ყოველთვის მზად არიან...", - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. თუ ფრესკოს დამფუძნებლის ბრალდებები გამყარებულია ფაქტებით, ის გამოძიების მოკლე დროში დასრულებას მოითხოვს.

"კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ჩვენი ფილოსოფია - ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული ადამიანი, მეწარმე, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენი მიდგომა, ეს არის ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, ვინც მოითხოვს ასეთი გამოძიებების უმოკლეს ვადაში დასრულებას. შემიძლია ამაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღო", - ამბობს ბახტაძე.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია