შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერია ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21662 
 07 მარტი 2019
იდეების კონკურსი დღეს, 7 მარტს გამოცხადდა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეა, თანატოლების პიროვნულ გავითარების, მათი თავისუფალ დროს რაციონალურად და ეფექტურად გამოყენების შესახებ. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდების კეთილდღეობას, უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნას, მათ წახალისებას და მხარდაჭერას. ასევე მათთვის სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობას ხელი მიუწვდებოდეთ კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული პროგრამების განხორციელებაში.კონკურსის მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.იდეის წარდგენა შეუძლია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს ან ახალგაზრდულ ცენტს, რომლებსაც განვითარებისთვის ესაჭიროებათ მხარდაჭერა.კონკურსში იდეის წარდგენა 30 აპრილამდეა შესაძლებელი.პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა - 1000 ლარი.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება