შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21677 
 07 მარტი 2019
შეხვედრა დღეს, 7 მარტს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა: "გვაინტერესებს, რამდენად მოსწონთ აქ მცხოვრებლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები. თუ არის ისეთი გადაცემები, რომელიც არ აინტერესებთ ან რომლის ყურების სურვილიც ექნებოდათ. ასევე გვაინტერესებს რას შეიძლება მივაქციოთ ყურადღება, რა ხარვეზები გვაქვს, რომ გამოვასწოროთ ან გავაუმჯობესოთ", – განაცხადეს საბჭოს წევრებმა.შეხვედრაზე ადგილობრივებმა მაუწყებლის, როგორც დადებით მხარეებზე, ასევე ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება: "ეს ტელევიზია ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, ამიტომ უნდა პასუხობდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესს. პირველ რიგში, რასაც მე ვხედავ მას ოპეერატიულობა აკლია. ასევე არის შემეცნებითი გადაცემების ნაკლებობაც. ისეთი გადაცემებია საჭირო, რომელიც ადამიანების ცნობიერებას აამაღლებს. კარგი იქნება თუ საბავშვო გადაცემებს გაითვალისწინებთ", – განმარტა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ქეთინო მიშველაძემ.დღესვე, სამცხე–ჯავახეთში სამეურვეო საბჭომ საპილოტე საზოგადოებრივი საბჭო შექმნა და რეგიონის წარმომადგენელიც დანიშნა, რომელიც საზოგადოების აზრს საბჭოს მიაწოდებს. მსგავსი ტიპის შეხვედრებს სამეურვეო საბჭოს წევრები ქვეყნის ოთხ რეგიონში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთსა და იმერეთში მართავენ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია