შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 08 მარტი 2019
საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელებისთვის, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა და განათლების სამინისტრომ 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით რეპორტაჟების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეკრიბოს ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გაანალიზოს ეს ისტორიები. მასალის ფორმატი შეიძლება იყოს ესე, თხზულება, ინტერვიუ, ჩანახატი.  საკონკურსო მასალები კონკურსანტებმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com საკონკურსო ნამუშევრები მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით მიიღება. პირველი ადგილის მფლობელი 500 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილის -300 ლარით, მესამე ადგილზე გასული კი 200 ლარს მიიღებს. კონკურსის მიზანი „თაობათა კავშირის გაძლიერება და სახელმწიფო ენის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაა“.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია