შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბაქრაძე და ბოკერია, სიმახინჯისა და დანაშაულებრივი რეჟიმის სახეები არიან!" - ღარიბაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36766 
 07 მარტი 2019

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს კონსტრუქციული ოპოზიცია ქვეყანაში არ არის.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დათო ბაქრაძე და გიგა ბოკერია არიან სახეები მთელი სიმახინჯისა და დანაშაულებრივი რეჟიმის.

„ევრონაცები“ სააკაშვილის ჩვეულებრივი სატელიტები არიან, ვერ გაუგიათ მოღალატეები არიან, თუ რაღაც თამაშში არიან. საბოლოო ჯამში ეგენი ერთ თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გიგი უგულავა ჩვეულებრივი კრიმინალია.

„ჩემ პერიოდში ამ დესტრუქციული ელემენტების რეიტინგი 6-7%-ზე იყო დასული. როგორ მოხდა, ბოლო სამ წელიწადში ამ ძალის რეანიმირება და გაძლიერება, როგორ აიღეს კიდევ ხმები. მე მქონდა ხისტი პოლიტიკა, გახსოვთ, ჩემ დროს მოხდა ამ დანაშაულების გამოძიება. ეს ადამიანი კრიმინალები არიან, მათ შორის უგულავა და სხვები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ სასჯელი მოიხადეს, მოხდა ისე, რომ მათ ვადაზე ადრე დატოვეს საპატიმრო. ბევრი ახლაც იხდის სასჯელს ძალიან მძიმე სისხლიანი დანაშაულების გამო, მივუბრუნდები ჩემს უთანხმოებას განსხვავებულ პოზიციას, რომელიც მაშინაც მქონდა და ახლაც მაქვს, შეუძლებელია, ამ ადამიანების სწორ გზაზე დაყენება. ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, ჰუმანური ყოფილიყო, რათა მოხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია, მაგრამ ეს აღმოჩნდა შეუძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია