შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21681 
 08 მარტი 2019
„მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი გადაწყვეტილებაში იმ ნაწილის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა: „გავასაჩვირე, რადგან ამით, ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა".შეგახსენებთ, რომ ცხრა თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს გამოიტანა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი იმ მუხლში გაამართლა, რომლის მიხედვითაც გამოძიება მას სახელმწიფოს კუთვნილი ფინანსური სახსრების მითვისებაში ედავებოდა. ხოლო, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში სასამართლომ პეტაშვილი დამნაშავედ სცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მისცა. მათ შორის იყო თამაზ პეტაშვილიც. აღნიშნულ ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „მესხეთ ავტოგზა“ ასრულებდა. საქმის მასალების მიხედვით, ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები იქნა შეტანილი. პეტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით და 182 მუხლით ედებოდა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება