შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედოფლისწყაროს ბიუჯეტი კიდევ 894 ათასი ლარით გაიზარდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37273 
 09 მარტი 2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კიდევ 894 000 ლარით გაიზარდა.

საკითხს საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. როგორც “კახეთის ხმას” საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა განუცხადა, გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკოლების, სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციის, გარე განათებისა და სპორტული მოედნების მოწყობის დაფინანსება.
“საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა ცვლილება და ის 894,9 ათასი ლარით გაიზარდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება გაიზარდა 189 ათასი ლარით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დაფინანსება- 46 ათასი ლარით, სპორტული მოედნების მოწყობისათვის გამოყოფილ თანხას დაემატა 88 ათასი ლარი, გარე განათების მოწყობისთვის გამოყოფილ თანხას-55 ათასი ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდა 164 ათასი ლარით, სკოლების რეაბილიტაციის დაფინანსება-180 ათასი ლარით,მერიის დაქვემდებარებაში არსებული შენობების რეაბილიტაციის დაფინნსება 85 ათასი ლარით, ხოლო სკოლამდელი დაწესებულებების შენობების რეაბილიტაციის დაფინანსება – 28 ათასი ლარით”, – განაცხადა ილია ხატიაშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია