შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი კონცერტს კრემლში გამართავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36793 
 08 მარტი 2019

საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის კონცერტი მოსკოვში. პროგრამას სახელწოდებით "საქართველოს ცეცხლი" - ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები კრემლში 10 აპრილს წარადგენენ. 

ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი ემიჯნებიან პოლიტიკას, შესაბამისად მათი ვიზიტი რუსეთში და კონცერტი კრემლში, არ არის ნაბიჯი ქვეყნის წინააღმდეგ. გელა ფოცხიშვილის თქმით, კონცერტი იქნება ოკუპანტისთვის ჩვენება იმის, რა შეუძლია საქართველოს.

"უნდა ჩავიტანოთ ჩვენი ხელოვნება და აი, ამ ოკუპანტებს უნდა ვაჩვენოთ ჩვენი არმიით რას ვაკეთებთ ჩვენ -  ქართველები, მთელი ჩვენი დასი და ყველა და აქ ჩვენ დიდი პოლიტიკური დატვირთა არ გაგვაჩნია. ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ მივდივართ. პირიქით, ეს არის უფრო კარგი. დასი ჩადის არა იმიტომ, რომ გავართოთ ვიღაცა, იმიტომ, რომ ვერ მოგვერევა", - აცხადებს "კურიერთან" სამეფო ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია