შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მსოფლიო ქალთა დღეს 110-ჯერ აღნიშნავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36801 
 08 მარტი 2019

8 მარტს   მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე ქალთა უფლებების აქტივისტის კლარა  ცეტკინის  წინადადებით 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს.

პირველად ეს დღე 1909  წლის  28 თებერვალს  აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი  (ნიუ- იორკი) რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია