შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით მოიტანა თავისუფლება"- ქუცნაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36803 
 08 მარტი 2019

“ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით მოიტანა თავისუფლება და თუ ვინმე ამ თავისუფლებას ბოროტად გამოიყენებს და შეეცდება სხვადასხვა ინტერესების გამო ვინმეს დაემუქროს, ის თავის თავს აყენებს დიდი დარტყმის ქვეშ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში მამუკა ხაზარაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ამ თემაზე საუბრისას დეპუტატი ამბობს: “როგორ შეიძლება დაადო ხელი გიორგი გახარიას?!”.

“მე ვისურვებდი ყველა ადამიანმა გაიმართლოს თავი, ვიდრე მტყუანი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქაღალდი მოიტანო, არ დაასახელო მომტანი და ამის დასადასტურებლად იძახო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადება გავაკეთე.
მე ვერ დავიწყებ შიშველი ხელებით ადამიანის დაბრალებას, ამიტომაც უფრო მეტი მოგვეთხოვება როცა ადამიანს აბრალებ და ეუბნები, რომ არ მწამდაო და გამაკეთებინეს ეს განცხადებაო. თუ არ გჯერა, რატომ აკეთებდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განცხადებას? თუ ჟურნალისტები წარმოაჩენთ ამას, რომ მამუკა ხაზარაძეს მოსწონს ნაციონალური მოძრაობა და აიძულა ქართულმა ოცნებამ, რომ ცუდი ელაპარაკა, მაშინ ამ კაცს უკეთებთ ცუდ საქმეს თქვენ, მედია. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მისცა მამუკა ხაზარაძეს ასპარეზი თავისი სიმართლის დასაცავად. ორი კომიტეტი ჩატარდა, დაუთმეს უმაღლესი ტრიბუნა”, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, თიბისი ბანკის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება