შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაცმოძრაობა" რომ დაიშალა, არ მახსენდება "ევროპულ საქართველოს" კულუარები გამოეტანა"- გამზარდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36816 
 09 მარტი 2019

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"როდესაც პარტიიდან მიდიან, შეგიძლია აკრიტიკო იმაზე, რაც არ მოგწონდა და რის გამოც წამოხვედი, მაგრამ უკადრისია კულუარების გამოტანა დაიწყო. პირველი იმიტომ რომ, რაზეც თავის დროზე ჩუმად იყავი, შენც ხარ პასუხისმგებელი, მეორე რომ მტრობასაც და გადამტერებასაც

თავის ზნეობრივი წესები აქვს და არის რაღაც, რაც არ უნდა გამოიტანო, მითუმეტეს როდესაც თავადაც იგივეს აკეთებდი, მესამე კიდევ იმიტომ რომ გუნდიდან წასვლის შემდეგ შინაარსზე უნდა ედავო და არა ჭირ-მართლის სადაოობაზე.

მაგალითან, "ნაციონალური მოძრაობა" რომ დაიშალა, არ მახსენდება "ევროპული საქართველოს" წევრებს კულუარების გამოეტანათ, ედავებოდნენ ყოფილ თანაგუნდელებს, აკრიტიკებდნენ, მაგრამ რაღაც ხაზის იქით არასდროს გადადიოდნენ.

ყველაფერს თავის დაწერილი თუ დაუწერელი წესი აქვს, მეგობრობასაც, გუნდურობასაც, კოლექტივიზმსაც, ოპონირებასაც, მეტოქეობასაც, მტრობასაც.

აკრიტიკეთ შინაარსზე, გადაწყვეტილებებზე, ბევრ რამეზე, თუ გსურთ უმტრეთ, მაგრამ რაღაც ხაზებს ნუ გადააბიჯებთ ან დროულადვე გამოთქვით.

პ. ს. ვინმე თუ თქვენ კამერასთან მუშაობას ან საჯარო გამოსვლას გასწავლიდათ, მაგაზე მადლობა უნდა იძახოთ ახლაც, მაკომპრომეტირებელ ელფერს კი არ უნდა აძლევდეთ", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია