შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში 8 მარტის ღონისძიებაზე 50 წარმატებული ქალბატონი დააჯილდოვეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36805 
 08 მარტი 2019

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება ფოლკლორის ცენტრში გაიმართა. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 50 ქალბატონი მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. მათ შორის საჯარო სამსახურში 40 წლიანი კეთილსინდისიერი მუშაობის გამო დაჯილდოვდა, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მაია ნარსია.

8 მარტის საზეიმო ღონისძიება მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლბის კონცერტი. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა: ,,ვულოცავ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს. ქალი ავსებს სამყაროს სილამაზით და სითბოთი, იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე, აქტიურ მონაწილეობას იღებს ყველა სფეროში. მიხარია, როცა ქალები არიან ღირსეული დედები, წარმატებული პედაგოგები, პროფესორები, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, სპორტსმენები და ხელმძღვანელი პირები. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება.“ 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია