შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ქვეყანა ძვლებამდეა გაშიშვლებული,დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ასე არ ვყოფილვართ" - სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36814 
 09 მარტი 2019

ასე ეხმაურება  „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე, დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, "ტვ პირველის" ეთერით:

"ადამიანები მხვდებიან ქუჩაში და მეკითხებიან, როდის იზამთ რამეს, როდის დაგვიძახებთ, მზად ვართ. ქვეყანა არის ძვლებამდე გაშიშვლებული,ასეთ მდგომარეობაში საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ყოფილა. ქვეყანას ჰყავს ანტიქართული ხელისუფლება თავისი შინაარსით. 2012 წლის ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა ახალი სახეები უნდა გამოჩნდესო და ასე არ ხდედება, შენ მეშოკი მოიტანო და დადო ეგრე არაა. პოლიტიკოსს განსაზღვრავს მისი ბიოგრაფია,მისი მოგებები და წაგებები, პრინციპებისთვის ბრძოლა, შეცდომების დაშვება, მერე აღიარება და გამოსწორება. პოლიტიკოსს ქმნის პოლიტიკური ქარცეცხლი და არა ვიღაც ადამიანი,ვინც გადაწყვიტა რომ ინკუბატორი უნდა გააკეთოს  და წიწილები გამოჩეკოს. ამის მცდელობა ვიხილეთ,პირველი გაწვევის პოლიტიკოსები ვნახეთ რასაც წარმოადგენენ, არაფერს,ნულების პარადია."- განაცხადა სანიკიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია