შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ყველაფერი უნდა იყოს ივანიშვილის კონტროლის ქვეშ, მას სხვანაირად არ შეუძლია" - ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36815 
 09 მარტი 2019

"პარტიაში ღია კრიზისია. ახალი არავინ არ ჰყავდათ და ამიტომ ძველი ღარიბაშვილი დაიბრუნეს. კასტინგით პარტიის განახლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაა,"-"რეზონანსთან" საურბისას "რესპუბლიკური" პარიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა შეაფასა მმართველ პარტიაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის დაბრუნება.

გარდა ამისა, ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გამართული ყოველწლიური მოხსენების შესახებ და განმარტა, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ანაკლიის პროექტს, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საზოგადოების ინტერესის სფეროდ იქცა.

პარტიაში ღია კრიზისია. ახალი არავინ არ ჰყავდათ, ამიტომ ძველი ღარიბაშვილი დაიბრუნეს. კასტინგით პარტიის განახლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაა. პოლიტოლოგიაში ეს, ზოგადად, არასწორი მიდგომაა.

პირველ ყოვლისა, ღარიბაშვილი არის რეტროგრადული მიმართულების მქონე ადამიანების ორიენტირი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ თავისი პარტიიდან უკვე ის ადამიანებიც მიდიან, ვინც მასთან ერთად იყო პარტიაში პირველივე დღეებიდან და მას დასჭირდა ასეთი ორიენტირი.

მეორე მხრივ, ღარიბაშვილი მისი გამოზრდილია და ბიძინა ივანიშვილი მას უფრო ენდობა.

ბუნებრივია, შესაძლებელია, რომ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულმა საქმემ ანაკლიის პროექტის განხორციელების შეფერხება გამოიწვიოს, რადგან ეს უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული და თუ ხელისუფლება პროექტს ერჩის, ცალსახაა, რომ პროექტის დასავლელი მონაწილეები შეშფოთდებიან.

მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილმა შეუტია იმიტომ, რომ ივანიშვილის ძალაუფლება არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად, არც მედიის თვალსაზრისით არ იყო სრული. მას არ შეუძლია კონკურენტულ გარემოში საქმიანობა - ყველაფერი უნდა იყოს მისი კონტროლის ქვეშ. ანაკლია და მისი კონსორციუმი არ იქნებოდა ივანიშვილის კონტროლ ქვეშ და ამიტომ, მამუკა ხაზარაძე აღმოჩნდა შეტევის ობიექტი.

მისგან დამოუკიდებელი საბანკო სექტორი პრობლემაა ივანიშვილისთვის, მაგრამ ასე აგვარებს ეს კაცი.

შემიძლია იმის თქმა, რომ ანაკლიის პროექტს და ანაკლიას აქვს როგორც ეკონომიკური მნიშვნელობა, ასევე უსაფრთხოებითი ფუნქცია.

"რეზონანსი"


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია