შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ევროატლანტიკურ სივრცეში კი არა, მაკდონალდშიც არ შეგვიშვებენ ვიზის გარეშე ძალიან მალე“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36817 
 09 მარტი 2019

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი უნდა გახდეს.

„საქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება - საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა

მე არ ვიცი რომელი "დიდად განათლებული გენიოსის" ან "გენიოსთა" თავებში მოიხარშა ეს სისულელე მაგრამ, ერთი რამე ვიცი, ამაზე ევროპელი ადვოკატებისგან რომ, სტრასბურგის პროცესს მიიღებთ ეს ნაღდია....(ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ, საქართველოს პარლამეტში წარმოდგენა არა აქვთ რა არის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რა არის ჟენევის კონვენციის 52-ე პუნქტი, რა არის ჰელსინკის 1976 წლის პაქტი და ასე ჰარიჰარალოზე მიაჭენებენ უფსკრულისკენ).

იძახეთ მერე, ვაიმეეე ასეთი საშინელი დასკვნებს ჩვენზე რატომ წერენო და ეღრიტინეთ თქვენ ფეისბუკ ტროლებს და გამპრავებელ ჟურნალისტებს ტელევიზიებში, არიქა როგორმე ეს თემა გაგავათეთრებინეთო...

ps: თქვენი ჩამომრეკავი, თქვენი, თქვენზე კი არა მე ჩემი ქვეყნის პრესტიჟზე ვნერვიულობ, ასეთი იდიოტობებით საერთაშორისო იმიჯს რომ ულახავთ და ევროატლანტიკურ სივრცეში კი არა, მაკდონალდშიც რომ ვიზის გარეშე არ შეგვიშვებს არავინ ძალიან მალე იმაზე ვწუხვარ ძალიან." წერს ფოფხაძე

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია