შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეგეხოთ პატივცემულო ბიზნესმენებო „მგუდავის“ მსახვრალი ხელი?“- გუგავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36818 
 09 მარტი 2019

„შეგეხოთ პატივცემულო ბიზნესმენებო „მგუდავის“ მსახვრალი ხელი??? ლოგიკურია! რადგანაც თქვენ (წინამორბედებთანაც ასე იქცეოდით) ფეხქვეშ გაეგეთ, აფინანსებდით, აძლიერებდით, მასთან ჩალიჩობდით, რათა მიგეღოთ პრივილეგიები, გამოგეხრათ ბიუჯეტი, მიგეტაცებინათ ქვეყნის სიმდიდრე, შეგექმნათ მონოპოლიები და გაგეძარცვათ მოსახლეობა.

ქართველმა ხალხმა თავისი თავდადებული ბრძოლით, შრომითა და თავგანწირვით მოიპოვა თავისუფლება, მათ შორის თქვენთვის, რომ თავისუფლად და კეთილსინდისიერად გეკეთებინათ ბიზნესი ამ ქვეყანაში. 

თქვენ კი რითი გადაუხადეთ??? უმადურობით.

თქვენ ხალხი მონობისთვის, სიღატაკისთვის და უსამართლობისთვის გაწირეთ. შესაბამისად იმ მამონას მსხვერპლი ხდებით ვისაც დაემონეთ და ემსახურებით“, - წერს გუგავა 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია