შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს ფარების გამოცვლა მოუწევთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36821 
 09 მარტი 2019

„მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს 2020 წლიდან ფარების გამოცვლის ვალდებულება ექნებათ“ – ამის შესახებ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრის“ ეთერში განაცხადა. 

„მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს სტიკერების გამოყენების უფლება გაქვთ 2020 წლამდე. ამის შემდეგ შემოდის ვალდებულება, რომ ფარები გამოიცვალოს. სამწუხაროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა სწორად ვერ აღიქვეს, რომ სტიკერი დაშვებული იყო როგორც გამონაკლისი, მიდიოდნენ ინსპექტირებაზე, აკრავდნენ სტიკერს, მაგრამ ცენტრიდან რომ გამოდიოდნენ, ისევ აძრობდნენ და შედეგი რეალურად არ დგებოდა. ამის გამო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტიკერები გარდამავალ პერიოდში – 2020 წლამდე იყოს დასაშვები. შესაბამისად, მომავალი წლიდან მარჯვენასაჭიანი და ზოგადად, ისეთი ავტომობილებისთვის, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეალს ზღუდავენ, სტიკერები ვეღარ გამოიყენება,“-აღნიშნა იორდანიშვილმა.

გარდა ამისა, ავტომობილის დახარვეზების საფუძველს აღარ წარმოადგენს საქარე მინაზე ბზარების არსებობა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დასაშვები იქნება მინამწმენდის მოქმედების არეში, არაუმეტეს სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, ტექინსპექტირების ორგანოებში შემოწმებას აღარ დაექვემდებარება ავტომობილის დამუქებული მინები. შესაბამისად, ამაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღარ დახარვეზდება.

რეგლამენტში შესული ცვლილების მიხედვით, აღარ მოხდება ფერის გამო დახარვეზებაც. საუბარია, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ავტომობილს აქვს სტიკერები, სარეკლამო ბანერები და ფაქტობრივად, შეუძლებელია ფერის გარჩევა. იგივე ე.წ. შპაკლზეც აღარ დახარვეზდება ავტომობილი.

პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შემოწმების გავლამდე მძღოლებმა ავტომობილის გარეგნულ იერსახეს უნდა მიაქციონ ყურადღება.

პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. „საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში“ ამბობენ, რომ რეფორმა სამომავლოდ ჰაერის დაბინძურების პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გაუმართავი ავტომობილის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარი, იურიდიულისთვის კი 200 ლარია. საქართველოს მასშტაბით, ინსპექტირების 89 ხაზია, მათ შორის 29 თბილისში. დეტალური ინფორმაციისთვის  ცხელი ხაზი მუშაობს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია