შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალი კანონპროექტით, სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36831 
 10 მარტი 2019

საქართველოს პარლამენტში განიხილვის პროცესში მყოფ " ბავშვთა უფლებათა კოდექსის" ერთერთ მუხლში, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, მკაცრად არის გაწერილი სასკოლო ექსკურსიების მოწყობის წესები. აღწერილია ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ამასთან, ეს პუნქტები არეგულირებს იმასაც, რომ სკოლას არ აქვს უფლება, საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს. ასევე, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციებისა და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები მიაწოდოს. შესაძლებელი გახდება კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს.

კანონით იქნება განსაზღვრული, რომ ბავშვთა ექსკურსიას თან ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.

ბავშვის უფლებათა კოდექსი, პარლამენტის მიერ მისი მიღბის შემთხვევაში 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია