შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეგრძნება მაქვს, ჩემი ქვეყანა ვიღაცამ "მოთაგა" - ჩარკვიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36833 
 10 მარტი 2019

"ვიღაც ჩვენს ბიუჯეტს ჭამს, მერე მჭამელები გამოდიან და ამაზე გვესაუბრებიან, რომ ბიუჯეტიდან 700 მლნ არის გატანილი," - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი" თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა წავიდეს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

"პირადად მე შემომეპარა 2012 წელს რუსული კორუფციული მართვის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა, რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს. ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან: უმუშევრები, უქონელნი, გაუნათლებლები. ვიღაც ჩვენს ბიუჯეტს ჭამს, მერე მჭამელები გამოდიან და ამაზე გვესაუბრებიან, რომ ბიუჯეტიდან 700 მლნ არის გატანილი, ინფრასტრუქტურიდან მილიონ ნახევარია წაღებული. ვადამდელი არჩევნებია საჭირო, სასწრაფოდ უნდა წავიდეს ხელისუფლება. მათ ვერ მმართეს და ვერ უპატრონეს ჩემს ქვეყანას. მათ ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგეებად მივიჩნევ. ადამიანურად ვთხოვდი - ჭკუა და გონება ადამიანს იმისთვის აქვს, რომ ღირსეულად წავიდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება