შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პრინციპით დავყავით საზოგადოება, ეს მთლიანად გახლიჩავს ქვეყანას"- გია ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36850 
 11 მარტი 2019

ამაღლების 12 ნომერი ,ბოლო დროს ,საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. სწორედ ამ კორპუსში ცხოვრობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.

გავრცელებული ინფორმაციით,  სწორედ ამ კორპუსის ავტოფარეხში მოხდა სკანდალური წერილის გადაცემა. ამავე კორპუსში ცხოვრობს ექსპერტი გია ხუხაშვილიც.

„მესამე სართულზე ცხოვრობს გიორგი გახარია და მეხუთე სართულზე მე ვცხოვრობ. „გარაჟიც“ მაქვს, რომელსაც უკვე სამმაგ ფასი აქვს, რადგან ძალიან პოპულარული გახდა“, განაცხადა ხუხაშვილმა „2020NEWS“-ნაცნობ თანცნობილ მეზობლებზე საუბრისას.

მისი თქმით, გახარიას და ჯაფარიძეს, იშვიათად, ისიც  ავტო-ფარეხში ხვდება.  „რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვიცნობთ. ყველა ძალიან დაკავებულები ვართ და ვერ ვახერხებთ კარგ მეზობლობას. გარაჟში“ თუ შევხვდებით ერთმანეთს შემთხვევით. წერილი არავისთვის გადამიცია, თუ ეს გაინტერესებთ“,-აცხადებს ექსპერტი.

ხუხაშვილი თქმით,  მტკიცებით ფორმაში ვერ იტყვის, რომ გახარიამ ხაზარაძესთვის მისატანი წერილი ნამდვილად ჯაფარიძეს გადასცა. „ვიჭორავებ წერილი მართლა გადაეცა თუ არა. მათი ურთიერთობა ეს მათი პირადი საქმეა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ „მჯერა - არ მჯერას “ პრინციპით ვილაპარაკო და არგუმენტები მოვიყვანო შეთქმულების თეორიიდან. მე შემიძლია, ერთი რამ გითხრათ, ხელისუფლება იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქისგან, რომ სანამ ის ძალაუფლებას ფლობს, სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუფციით. როდესაც ისმის ხელისუფლების მიმართ რაიმე ბრალდება, ხელისუფლება ვალდებულია,  დაამტკიცოს,  რომ ეს ასე არ არის და არ ისე, რომ მბრალდებელ მხარეს აკიდოს გამოძიების პასუხისმგებლობა.

შესაბამისად ,ასეთ ვითარებაში ყველაზე სწორი ის არის, რომ შედგეს ობიექტური გამოძიება.

ამ საქმესთან დაკავშირებით, შეიქმნა  არაორდინალური ვითარება, პროკურატურა და პოლიცია არიან ინტერესთა კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ლეგარული ინსტრუმენტი, სადაც შეიძლება ამ ტიპის გამოძიება შედგეს, არის საპარლამენტო კომისია. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, იმისათვის, რომ რაღაც სანდოობა გაჩნდეს საზოგადოებაში.

ჩვენ ამ ფაზაში დავტოვებთ სიტუაციას,  ვიღაცას სჯერა- ვიღაცას არ სჯერას, პრინციპით  დავყავით საზოგადოება, ეს მთლიანად გახლიჩავს ქვეყანას.

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ყოველთვის დაინტერესებულია ნებისმიერი ასეთი ბრალდება იყოს ობიექტურად გაქარწყლებული “, - განაცხადა ხუხაშვილმა. ხუხაშვილის აზრით „თიბისი ბანკის“ მხარეს აქვს მტკიცებულება, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად დადებს. „მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად ყველაზე ახლოს ვარ ამ ისტორიასთან და და იმ „გარაჟშიც“, შეიძლება ითქვას, „სტრატეგიული“ ადგილი მიჭირავს, ( პირდაპირ ლიფტის გამოსასვლელთან მიყენია მანქანა), მე ჩემს თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ცალსახა შეფასებები გავაკეთო, მე შეიძლება მქონდეს ჩემი აზრი, მაგრამ ამ აზრს მე ჩემთვის შევინახავ. ჩვენ გვჭირდება ობიექტური გამოძიება. ახლა რასაც ვუყურებ, ეს არის პოლიტიკური ჭადრაკი.  მრჩება შთაბეჭდილება, რომ „თიბისის“ მხარე დოზირებულად უშვებს ინფორმაციას, რომ რაც შეიძლება მეტი სისულელე გააკეთებინოს ხელისუფლების მხარეს და, საჭირო მომენტში, დადებენ მტკიცებულებას. აი, მერე სად  მიდიან, ძალიან მაინტერესებს. მგონია, რომ „თიბისის“ მხარეს აქვს მყარი მტკიცებულება“, აცხადებს ხუხაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია