შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალურ მოძრაობას" უნდა წარმოაჩინოს თითქოს ქვეყანაში ყველაფერი არეულ-დარეულია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36851 
 11 მარტი 2019

"რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა  შოთა ხაბარელმა აღნიშნა, რომ კრიმინალის დონე ქვეყანაში არ გაზრდილა და რომ ამის საპირისპიროდ ჩვენება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.

"ოთარ კახიძე, მელია, უგულავა, ის ადამიანები არიან, რომლებიც ნებისმიერი პოზიტიური მოვლენის მიმართ, პროტესტს გამოხატავენ. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ყველაფერი კატასტროფად წარმოაჩინოს და მძიმე სურათი დახატოს, რომ თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი არეულ-დარეულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არაა."-აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

მისი თქმით, სახელმწიფოში ყველა ადამიანის უფლება თანაბრადაა დაცული და კახიძის სიტყვები, იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, აბსურდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია