შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნათხოვარი "ბარცოვკებით" მოგებული ჩემპიონატი-12 წლის ოზურგეთელი სპორტსმენი "თიბისის" სტიპენდიანტია

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36848 
 11 მარტი 2019

12 წლის საბა კვაჭანტირაძე "თიბისი" ბანკის სტიპენდიანტია. 

როგორც 45 კგ. წონით კაგორიაში  წარმატებული სპორტსმენი, საბა ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიის სახით თვეში 100 ლარს მიიღებს. 

კლასიკურ ჭიდაობაში (ბერძნულ-რომაული) პირველ წარმატებას საბამ გასულ წელს ჩატარებულ რაიონულ ჩემპიონატში მიაღწია. შემდეგ კი აჭარის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ჭიდაობისკლუბს "ზვანელები" მწვრთნელი კახა აბაშიძე ავარჯიშებს. 

როგორც "გურიის მოამბესთან" საბას დედა, მაია თავაძე ამბობს, აჭარაში მოპოვებულ გამარჯვებას წინ ერთი კურიოზული შემთხვევა უსწრებდა. "ფარცოვკები" (სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი) , რომელიც მშობლებმა შეჯიბრისთვის შეუძინეს, წინა ვარჯიშის დასრულების შემდეგ სადღაც დარჩა და დაიკარგა. ამის გამო,  მწვრთნელი იძულებული გახდა საბას შეჯიბრში ნათხოვარი ფეხსაცმლით მიეღო მონაწილეობა. ამის შემდეგ კლუბის წევრები დღემდე ხუმრობენ, საბამ ჩემპიონატი ნათხოვარი ფეხსაცმლით მოიგოო"-გვოიყვება საბას დედა.

ოზურგეთელი საბა კვაჭანტირაძე #4 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწვლეა. ის ჭიდაობაში მეორე წელია დადის და ამ მოკლე დროში უკვე სერიოზულ წარმატებებსაც ითვლის. 

დღეისთვის, საბას სხვადასხვა ჩემპიონატში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 3 პირველი ადგილი და სამი მესამე ადგილი აქვს მოპოვებული. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია