შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიაში პრესსამასახურის უფროსად ია გოგატიშვილი ინიშნება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21717 
 11 მარტი 2019
ია გოგატიშვილმა მერიის მიერ გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისი პოზიციაზე მუშაობას ერთ კვირაში შეუდგება. „ჯერ სამხარეო ადმინისტრაციაში ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ, ვერაფერს დაგიდასტურებთ“, – გვითხრა გოგატიშვილმა სატელეფონო საუბარში. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ,რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი უკვე შერჩეულია, თუმცა მის ვინაობას მას შემდეგ დაასახელებენ, რაც დანიშვნის შესახებ ბრძნება დაიწერება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი არაერთხელ გამოაცხადა, თუმცა შესაბამისი კადრი ვერ შეარჩია.ია გოგატიშვილი სამხარეო ადმინისტრაციაში 2000 წლიდან მუშაობს. 19 წლის განმავლობაში მას აღნიშნულ უწყებაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, იყო პრესსმდივანი, ასევე მდივან რეფერენტი. ბოლო წლებში კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მთავარი სპეციალისტად მუშაობდა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება