შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეტყობა ბევრი დაიკლა და ფილტრმა არ იმუშავა– მდინარის დაბინძურების ფაქტს მესამედ შეისწავლიან [Video]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21711 
 11 მარტი 2019
„სამხრეთის კარიბჭემ“ სასაკლაოს შენობიდან მილით გამოსული სისხლიანი წყალი, რომელიც მდინარე ფოცხოვში ჩაედინება ცხრა მარტს, დღის მეორე ნახევარში გადაიღო. „ხანდახან, როცა ბაზრობის დღეა და ბევრი საკლავია გაფილტვრას ვერ ასწრებს. ახლავე შევამოწმებთ. წყალში ერთი წვეთი სისხლიც, რომ მოხვდეს, ფერს იცვლის, თუმცა მისი მდინარეში გაშვება საზიანო არ არის“, – ამბობს ახალციხის აგრარული ბაზრის მენეჯერი ვახტანგ ქართველიშვილი. მისი თქმით, სასაკლაო გამართულად მუშაობს, დაკლული საქონლის სისხლი სპეციალურ ფილტრებში გადის: „უბრალოდ წითელი ფერია, თორემ სისხლი ფილტრებში იწმინდება. სპეციალური მანქანა გვყავდა და ფილტრები გავასუფთავებინეთ. ჭის წყალი გვაქვს, რომელიც 24 საათი ჩართულია, მდინარეში უსაფრთხო წყალი ჩადის“. გარემოსდაცივითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სასკლაოს მილიდან გასული წყლის ნიმუში დღეს, 11 მარტს, „სამხრეთის კარიბჭიდან“ შესული ინფორმაციის შემდეგ აიღო. უწყებაში ამბობენ, რომ პასუხი, დაახლოებით, ერთ კვირაში იქნება ცნობილი: „ადგილზე შევამოწმეთ, წესის მიხედვით სამი სალექარი აქვს სასაკლაოს, ნიმუში ავიღეთ, შესაძლოა მდინარეში დაბინძურებული წყალი არ ჩადიოდეს, გავარკვევთ“.ახალციხის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასაკლაო მესამე წელია ფუნქციონირებს. საქონელს აქ ყოველდღე კლავენ. შპს „ირქას“ მდინარე ფოცხოვში დაკლული საქონლის სისხლის და ფეკალიების ჩაშვების გამო, ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდარღვევის ოქმი არაერთხელ შეუდგინა. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: სატაცური [ვიდეო]

საზოგადოება