შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონდოლის ჭალის ტყეში წითელ ნუსხაში შეტანილი მუხები იჩეხება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37356 
 12 მარტი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალაში მუხის ხეები დაუდგენელი პირების მიერ იჩეხება.

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი რამდენიმე ერთეული მუხის მოჭრის შემთხვევა მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა. ხეების ნაწილი ტყიდან გატანილია, ნაწილი ჯერ ადგილზეა.

კახეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ხე-ტყის უკანონო მომპოვებლებს სანქციებს აკისრებენ, თუმცა ეს ვერ უზრუნველყოფს ტყის დაცვას.

,,ჭალების ტყის გაკონტროლება რთულია და მისი გაჩეხვაც უმეტესად ღამის საათებში ხდება. კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხის უკანონო ჭრებთან დაკავშირებით მოკვლევას დავიწყებთ. მასალები გადაიგზავნება პოლიციაში ან პროკურატურაში“,- განაცხადა კახეთის მთავარმა მეტყევემ იოსებ ტურაშვილმა.

ტყეში ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის კოორდინატორი კახეთში კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ კონდოლის ტყეში გაჩეხილია 60-დან 300 წლამდე ასაკის საღი ენდემური ჯიშის ხეები და ამის მიზეზად კანონის აღსრულებაში არსებულ პრობლემას მიიჩნევს.

„მე ვნახე კონდოლოს ჭალაში მოჭრილი 1,5მ დიამეტრის მუხის ხე, მისი ამ დიამეტრამდე გაზრდისთვის სავარაუდოდ 300 წელია საჭირო. ვიდრე საზოგადოებაში პრიორიტეტული არ გახდება ტყეების გადარჩენის საკითხი და მომავალ თაობებს არ აღვზრდით იმ შეგნებით, რომ ტყის გაჩეხვადაუშვებელია, ასეთი ფაქტები საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს“,– აცხადებს სუხიტაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია