შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36841 
 11 მარტი 2019

განათლების რეფორმის ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემამ ცვლილება განიცადა. დაინერგა შეფასების ახალი მოდელი,რომელიც,როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოში აცხადებენ აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესებზეა მორგებული.

როგორც “აიპრესს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატში ცვლილებები არ იგეგემება და აბიტურიენტები კვლავ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ გამოცდებს.

ამასთანავე ცენტრში განმარტავენ,რომ სრულიად ელექტრონულ ფორმატზე გადასასვლელად მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები,თუმცა დაზუსტებით, თუ როდის მოხდება,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება  სრულიად ელექტრონულ ფორმატით ამ ეტაპზე უცნობია.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 წელს წინა წლების მსგავსად ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას ან ვიდოდავალებების ინტეგრირებას, ეს არის სამომავლო გეგმა და ამას სჭირდება განსაკუთრებული მომზადება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია აბიტურიენტების მზაობაც. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა ჩატარდეს მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად, თუმცა ვიდეოდავალებების გამოყენება არ იგეგმება არც პილოტირების ეტაპზე.”,-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის,2019 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს მე-11 და მე-12 კლასელები აღარ ჩააბარებენ. ასევე,ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულოდან ასარჩევ საგანთა ნუსხაში გადაინაცვლებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: რა სიახლეებს სთავაზობს განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს და მოსწავლეებს?-განათლების რეფორმის დეტალები

 მასალის ავტორი: თეონა ციხიშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია