შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოგვენატრება კობახიძე და ოხანაშვილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36860 
 11 მარტი 2019

“რას ფიქრობს გეგმაზე, რომ “ქართული ოცნება” ახალი სახეების ძებნას იწყებს, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე შემდეგს პასუხობს: “აქ ერთი რამ არის საინტერესო - რა ფუნქციით აპირებენ ახალი ხალხის მოყვანას საკუთარ რიგებში - რეფორმატორების თუ რუპორების? თუ ახალ სახეებს რუპორებად არჩევენ, დამერწმუნეთ, ძალიან ცოტას დაითანხმებენ. ირაკლი კობახიძისადმი საზოგადოების ანტიპათია მისი გარეგნობით კი არ არის გამოწვეული, არამედ მისი იდეებია მიუღებელი, რასაც ის დაუნანებლად აფრქვევს. ახალ ადამიანებს თუ იმიტომ არჩევენ, რომ ათით მეტი კობახიძე ჰყავდეთ, შედეგად საზოგადოების ათჯერ მეტ აგრესიას მიიღებენ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მკაფიო ხაზს და რეფორმირებისთვის მზადყოფნას, საზოგადოებისკენ შემხვედრი ნაბიჯების სწრაფად გადადგმის სურვილს... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, არ იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეინარჩუნონ. ერთადერთი, რისი იმედიც მათ აქვთ, არის ოპოზიციის დაქსაქსულობა, მაგრამ ერთხელაც იქნება ეს დაქსაქსულობა დასრულდება.”

ინიციატივას ეხმაურება "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი და სოცაილურ ქსელში წერს: 

"ვშიშობ, ქართული ოცნების მიერ ახალ სახეებზე გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი შედეგი ის იქნება, რომ მოგვენატრება კობახიძე და ოხანაშვილი"-აცხადებს  ზურაბიშვილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია