შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Black Sea Arena კულტურის სამინისტროს გადაეცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36864 
 12 მარტი 2019

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს ბლექ სი არენა ჯორჯიას 100 პროცენტიანი წილი მართვის უფლებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. განკარგულებას საქართველოს პრემირ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 27 თებერვალს მოაწერა ხელი.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროდან გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები დასრულებული არაა. ამ მიზეზით უწყებაში შენობის გამოყენების მიზნებზე არ საუბრობენ.

Black Sea Arena საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ ააშენა. ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 2016 წლის ივლისში აჩუქა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, საკონცერტო დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასა და ივანიშვილს აკრიტიკებდა, რომ მსგავსი საჩუქრის შენახვა ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა