შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხატია ბუნიათიშვილისა და დამლაგებელი ქალის ისტორია-რას წერს მოძღვარი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36867 
 12 მარტი 2019

სოციალურ ქსელში პარიზის თამარ მეფის ტაძრის მოძღვარი ხატია ბუნიათიშვილზე წერს.

„ეს ის კადრებია, რომლებსაც ალბათ ხელოვნურად ვერ შეასრულებ. ეს შენი შინაგანი მესგან უნდა მოდიოდეს. თვით ადამიანის სული ხომ განაპირობებს მის უბრალოებას და სწორედ ესაა ყველაზე დიდი სილამაზე ჩვენში…

მინდა, ამ ფოტოების ისტორია მოგითხროთ, რისი თვითმხილველიც თავად გახლდით და სპეციალურად ავსახე ფოტოზე. მე ამ კადრების დაკარგვის უფლება არ მქონდა, ხოლო ხატიას ემოციების გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ.

ვინ ვის და მე, როგორც სასულიერო პირს, არ მეშლება ადამიანის სიწრფელე. შუაგულ პარიზში სავსე დარბაზი მის მოსასმენად იყო მოსული. ხატიას გამოსვლის შემდეგ იგი იჯდა გარეთ და ხელს უწერდა საკუთარ ალბომებს მის გულშემატკივრებს (როგორც თვითონ აღნიშნავს ხოლმე, მას არ ჰყავს თაყვანისმცემლები, მას ჰყავს გულშემატკივრები).

მის შორიახლოს იდგა დამლაგებელი ქალი მთელი მისი „სადამლაგებლო ინვენტარით” და მისი ,,სტატუსიდან” გამომდინარე, ვერ ბედავდა ახლოს მისვლას და შორიდან ეფერებოდა თვალებით. აშკარად ეტყობოდა, რომ არ ჰყოფნიდა სითამამე, რომ ახლოს მისულიყო მასთან. სწორედ აქ ხდება ყველაზე საინტერესო: ხატიას თვალებს ეს არ გამოპარვია. წამიერად ტოვებს მის გულშემატკივრებს და დანარჩენ სათქმელს ჩემ მიერ ქვემოთ დადებული ფოტოები გეტყვით…

P.S მეგობრებო: არასოდეს დავკარგოთ უბრალოება, უმჯობესია, ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა ფიზიკური ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს მიუხედავად ჩვენი სტატუსისა თუ პროფესიისა.

მადლობა ხატია, რომ არსებობ და არა მარტო შენი ნიჭიერებით უთბობ ადამიანებს გულებს, არამედ შენი ღირსეული ქცევითაც და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ" - წერს მოძღვარი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია