შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოულოდნელად შეუძლოდ გახდა" - რა დაემართა პრეზიდენტს?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36878 
 12 მარტი 2019

რუსთაველის თეატრში, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტი არ იმყოფებოდა. გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. 

"გასვლის მომენტში შეუძლოდ გახდა. იმის გამო, რომ ხვალ სომხეთში ოფიციალური ვიზიტია აქვს დაგეგმილი თავი შეიკავა წასვლისგან“ - განუცხადეს პრაიმტაიმსს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლისთავისდამი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია