შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში სპორტულ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გასული სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36875 
 12 მარტი 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძემ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ია ჩხაიძემ და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის სხვადასხვა სპორტულ სახეობაში პირველ ადგილზე გასული სკოლების მოსწავლეებს სპორტული ეკიპირება გადასცეს.

გამარჯვებული სკოლები არიან:

ფეხბურთში - მესამე საჯარო სკოლა;

კალათბურთი - ლესის საჯარო (ვაჟებს შორის);

სასულიერო გიმნაზია (გოგონებს შორის).
ფრენბურთი - ლსის საჯარო (ვაჟებსა და გოგონებს შორის);
მაგიდის ჩოგბურთი - აცანის საჯარო სკოლა (ვაჟებსა და გოგონებს შორის);
ბადმინტონი - ჯურუყვეთი (ვაჟებს შორის);
სასულიერო გიმნაზია (გოგონებს შორის);
კროსი - ჩოჩხათი (ბიჭებს შორის);
ჩიბათი (გოგონებს შორის);
ხელბურთი - სუფსა (ვაჟებს შორის);
ჩოჩხათი (გოგონებს შორის).

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველ ადგილზე გასული სკოლები რეგიონულ ტურნირებში იასპარეზებენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია