შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილის მმართველობა იყო ეპოქა, ნახტომი, რამაც უდიდეს წარმატებამდე მიგვიყვანა” -გელბახიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36879 
 12 მარტი 2019

"2005-დან 2012 წლამდე იმხელა ნახტომი მოხდა, ისეთი გარღვევა მოხდა, რომ ფიზიკურ კანონებს გადაასწრო” – ამის შესახებ ვალერი გელბახიანმა “კავკასია” ეთერში ისაუბრა.

“გზები არა, კომუნიკაციები არა, ინსტიტუციები არა, ფინანსები არა, წესრიგი არა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არა, კორუფცია აყვავებული..
არსად არაფერი!.. და..5-6 წელიწადში მოხდა უდიდესი ნახტომი!
რის ხარჯზე მოხდა და რატომ მოხდა, ამას ისტორია გაივლის და აღარავის ემახსოვრება..კი, მტკივნეულად გადავიტანეთ.. 
მაგრამ გამოდის, რომ ყველა დიდი და გლობალური რეფორმა არის მტკივნეული, ის საზოგადოება ვერ ეგუება და ებრძვის ასეთ რეფორმებს..
მაგრამ ეს იყო ეპოქა ქართული პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრებისთვის.
სასამართლოში რომ შეხვიდოდი, შეიძლება ფეხი ჩაგვარდნოდა გატეხილ იატაკში და მოგტეხოდა.. პოლიცია ძველი „ვილისებით” დადიოდა..ფორმა არ ეცვათ – ცალ ფეხზე „ბატინკი” ეცვათ და მეორე ფეხზე სხვა რამ.. შუქიც კი არ იყო..
ჩვენ გარდამავალი ეტაპებიც კი გამოვტოვეთ და პირდაპირი ნახტომით გადავედით უდიდეს წარმატებაში”…- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია