შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წინასაარჩევნო "სიკეთით სავსე" დაპირებები-რას წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36880 
 12 მარტი 2019

რუსული გამოცემა «Новая газета» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ლეგენდა ქართულ ოცნებაზე -

როგორ ცხოვრობს საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მშობლიური სოფელი".
სტატიაში გადმოცემულია ქართველი ოლიგარქის - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლის - ჭორვილას დღევანდელი ცხოვრება.
ვრცელ სტატიაში, რომელშიც საკმაოდ დეტალურად არის საუბარი "სანიმუშო ქართული უზრუნველი სოფლის" პარადოქსულ მდგომარეობაზე: თურმე ყველაფერი - გაზით, ელექტროენერგიით და სხვა მომსახურებით უფასო უზრუნველყოფა ჯერ კიდევ 2012 წელს დამთავრებულა.

პუბლიკაციის ავტორები ესაუბრებიან ჭორვილელებს, მათგან ზოგიერთი მიხეილ სააკაშვილს ემდურის.
ვრცელი პუბლიკაციის ერთ-ერთ ნაწილში სათაურით "შტრიხები ოლიგარქის პორტრეტისათვის" უშუალოდ თვითონ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილია გადმოცემული, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დეტალები. სტატიაში ჩამოთვლილია ის წინასაარჩევნო "სიკეთით სავსე" დაპირებები, რომლებიც მოგვიანებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ოლიგარქმა არ შეასრულა: "უმუშევრობა აღარ იქნება - ბიძინა ივანიშვილი 5 წელიწადში 100 ახალ ქარხანას ააშენებს"; "ყოველ სოფელს მთავრობა 5 მილიონ ლარს გამოუყოფს"; "მოსახლეობისათვის კომუნალური მომსახურების ტარიფები შემცირდება" და ა.შ.
პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებული ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდნენ არა მარტო ამომრჩევლები, არამედ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ოლიგარქთან გვერდით დგომა გადაწყვიტეს - ისინი, ვინც დასავლეთისაკენ იყურებოდა და ისინიც, ვინც რუსეთთან კავშირების გაწყვეტას დარდობდა".

როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა მისი მოტყუებაც მოახერხა: "როცა მე იგი უფრო ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ ის თავის ნათქვამ სწორ სიტყვებში სულ სხვა აზრს დებს. მაგალითად, როცა ამბობს, რომ "საზოგადოებამ ხელისუფლება უნდა გააკონტროლოსო", საზოგადოებაში მილიარდერი საკუთარ თავს გულისხმობს".
წყარო: "კვირის პალიტრა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია