შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუხიშვილებმა უკრაინაში 4000-კაციანი დარბაზი ხუთჯერ გაავსეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36898 
 13 მარტი 2019

ნინო სუხიშვილი უკრაინაში, კერძოდ, კიევში 12 მარტს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი თაიგულითაა გადაღებული და წერს, რომ ბევრი კოლექტივი ვერ დაიკვეხნის, რომ ერთ-ერთ დიდ დარბაზში, სადაც 4000 კაცი ეტევა, ანშლაგით 5 კონცერტი გაემართოთ.

სუხიშვილებმა ეს შეძლეს და ტურნეს აგრძელებენ.

"ბევრი ვერ დაიკვეხნის 5 ანშლაგს „Palace Ukraina “-ში, სადაც 4000 მაყურებელი ეტევა! მეამაყება, რომ ქართველი ვარ, მეამაყება, რომ ერის საქმეს ვაკეთებთ, დაე, მუდამ უკრან ტაში ჩვენს ქვეყანას! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის! ვაგრძელებთ ტურს, დღეს 38-ე კონცერტი გვაქვს“, - დაწერა ნინო სუხიშვილმა.

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია