შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დროზე უნდა დასრულდეს ეს ცირკი!" - ბუბა კიკაბიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36902 
 13 მარტი 2019

ბოლო დღეებია ვნებათაღელვა არ ცხრება ბაგრატიონების ირგვლივ. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზუნსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობისთვს სასამართლოში უჩივიან.

“სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-ის კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს”, – განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ. ამ ყველაფერს საზოგადოებაში არნახული გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რომელიც დედით ბაგრატიონია, ამბობს, რომ მისთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მტკივნეულია…

დედაჩემი ბაგრატიონ-დავითაშვილი გახლდათ და მეც ხომ არ მთხოვთ, დნმ – ის ანალიზი ჩავიტარო? – ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ისე კი უკიდურესად აღშფოთებული ვარ! ეს არის ყოვლად სამარცხვინო საქმე! ვინ დაიწყო, საერთოდ საიდან მოდის ეს დავა?

რასაც ვუყურებდი, ამ ყველაფრის შემდეგ, მე შემრცხვა! საშინელებაა! თუ ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნუგზარ ბაგრატონი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა, მაშინ მოიტანოს დამადასტურებელი საბუთი და დადოს, თუ არა და ცილისწამებისთვის უნდა აგოს პასუხი…

აბა, მართლა მცხეთაში დაკრძალული ბაგრატიონების ექსჰუმაცია ხომ არ მოხდება? ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ეს ყველაფერი, დედაჩემი ბაგრატიონი რომ იყო, მხოლოდ მაგიტომ კი არა, უპირველესად ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვხედავ, რომ არავისთვის არ არის ეს ამბები სასიკეთო და ქვეყანასაც აზიანებს!

სრულად იხილეთ kvirispalitra.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია