შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯუმათში მილიონ ლარად გაკეთებულ წყალსადენს ხელახალი რეაბილიტაცია უტარდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36881 
 12 მარტი 2019

ჯუმათის ტერიტორიულ ერთეულში წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს ის წყალსადენია, რომლის მშენებლობის პროექტი 2016-17 წლებში მუნიციპალიტეტს მილიონზე მეტი ლარი დაუჯდა. 

ჯუმათის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 43 260 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს შპს ,,დ.ნ"- ი აწარმოებს.

ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის თემში 2017 წელს დასრულებული, მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების პროექტის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ადგილობრივები ისევ უწყლობას უჩიოდნენ.

მათი განცხადებებით, წყალი გარკვეულ უბნებს ჩართვიდან ერთ კვირაში აღარ მიეწოდებოდათ.

მიზეზი, ჯუმათელების განცხადებით უვარგისი მილები იყო, რომლებიც ძალიან ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა და არემარე იტბორებოდა.

განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო შექმნილი შუშანდარსა და იანეთში.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სამუშაოები ზერელედ, უხარისხოდ ჩატარდა და მილების შეკეთება, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად მწყობრიდან გამოდიოდა,მიუხედავად დახარჯული მილიონიზე მეტი ლარისა,  მოსახლეობას საკუთარი ხარჯებით უწევდა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია