შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

C ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე გამოკვლევა სავალდებულო ხდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36889 
 13 მარტი 2019

C ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე გასინჯვა სავალდებულო ხდება-ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული წერილის საფუძველზე, მხარის რწმუნებულმა წერილობითი მიმართვა გაუგზავნა სამივე მუნიციპალიტეტის მერს, რომ ფინასურად მხარი დაუჭიორონ 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის უფასო კვლევევის ჩატარებას. 

ოზურგეთის მასშტაბით მცხოვრები 62 ათას 920 ადამიანიდან 21018 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით ც ჰეპატიტზე მხოლოდ 16 128 ადამიანა გამოკვლეული. აქედან ანტისხეული აღმოაჩნდა 1907 პიროვნებას.

პროგრამის მიზანი ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და ც ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მისი გავრცელების პრევენციაა. 

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ბიუჯეტიდან  სრულად იქნება ანაზღაურებული. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია