შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ცენტრის რეაბილიტაციისთვის პროექტის დამუშავება იწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37433 
 14 მარტი 2019

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ თელავის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დაგეგმილია დეტალური პროექტის შემუშავება, რომლის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.

ნუგზარ ბაჩიაშვილის თქმით, რა თანხა დაიხარჯება აღნიშნულ სამუშაოებზე, ეს შესაბამისი პროექტის დამუშავების შემდეგ გადაწყდება.

,,სახელმწიფოს მიერ რამდენიმე ქალაქისთვის გამოიყო თანხები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის. ამ კუთხით თელავისთვის გამოიყო დამატებით თანხები, რომლის ფარგლებშიც ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიასთან დაკავშირებით შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამის საფუძველზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემუშავდეს დეტალური პროექტი, რა გაკეთდება და რა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. არ გვაქვს ინფორმაცია, რეაბილიტაციისთვის რა თანხა იქნება საჭირო’’, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნუგზარ ბაჩიაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები