შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი „ტორპედო“ გახდა

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 14 მარტი 2019

1 არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში ჭაბუკთა შორის დასრულებულია. შეჯიბრებები „აია არენაზე“ 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მე-3 ადგილზე „მართვე“ გავიდა, მე-2 ადგილის მფლობელი „ქუთაისი“ გახდა, ტურნირის გამარჯვებული კი „ტორპედოა“.


ტურნირი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით შედგა.  მასში იმერეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა.

 გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი პრიზები ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია