შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება სარგებელს არ მოუტანს არც რუსეთს და არც რეგიონს" - ბურჯანაძე მოსკოვშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36883 
 13 მარტი 2019

ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომელიც მოსკოვში იმყოფება. მან განცხადებს რუსული ტელეკომპანია "პირველი არხის"გადაცემაში გააკეთა.​

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ამბობს, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება სარგებელს არ მოუტანს არც რუსეთს და არც რეგიონს.

“საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოვებაზე საუბარი, არის ვითარების გამწვავება და გასაგებია, რომ კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, არც დასავლეთს შორის ურთიერთობებს და არც ზოგადად რეგიონს. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის შედეგ. მაშინ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ ვერ შევძელით საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან არიდება. რუსეთს ჯიბრზე საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია