შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოვედით უკვე ბატონებო და ქალბატონებო! …ტ-ში ვართ"!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36885 
 13 მარტი 2019

"რაც არ უნდა მომხდარიყო ნაციონალების მმართველობის პერიოდში, ერთი რამ გარანტირებული იყო; ამ ძალას ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გარკვეული რიდი და პასუხისმგებლობა; ამიტომ ასეთი სახის მასშტაბური სიბინძურე უბრალოდ ვერ მოხდებოდა.
სწორედ ამიტომ არის ბიძინა და მისი ბანდა ძალიან საშიში. ეს არის უბინძურესი პრიმიტივების დაჯგუფება, რომლებსაც არანაირი საერთაშორისო პასუხისმგებლობის არ ეშინიათ და ემორჩილებიან მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე დამპალი იმპერიის საიდუმლო სამსახურს. 
დღევანდელი უსასტიკესი ბოროტება, როდესაც ფაქტიურად საჯარო სიკვდილისათვის გაიმეტეს ადამიანი, მხოლოდ რუსეთის გახრწნილი წიაღისათვისაა დამახასიათებელი. ეს არის ტიპიური ბანდიტური საქციელი. 
შეგახსენებთ, რომ ამ სამარცხვინო კადრების გასაჯაროებას წინ უძღოდა ბანდის მეთაურის საჯარო მუქარა, რომ ის ფლობს მაკომპრომეტირებელ მასალას თავისი გუნდის წევრების პირადი ცხოვრების შესახებ. 
გუშინ კი ბანდის ერთერთმა წევრმა საკუთარი ხელით ჩააბარა ფსბ-ს თავისი აგენტების ჯგუფი, რომელთა აგენტურული საქმიანობა გაშარჟებული ჰქონდა ოცნების ბანდასა და მის ლიდერს. 
ასევე გაშარჟდა 2008 წლის სამამულო ომი, ქართული სახელმწიფოს ყველა მიღწევა ნებისმიერ სფეროში, იქნებოდა ეს ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური თუ ინფრასტრუქტურული.
თავისთავად ცნება- საქართველოს სახელმწიფო გადაიქცა ანეკდოტად, სადაც პრეზიდენტს ლამის ყურით ათრევს ვიღაც ფულიანი მოქალაქე და სადაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი აცხადებს, რომ პლასტელინის მარიონეტია.
ასე გახდა საქართველოში სახელმწიფოებრიობის ყველა ძირითადი ატრიბუტი კომიკური ბუტაფორია, რაც ლოგიკურად დასრულდა კიდეც ადამიანის ელემენტარული და ბაზისური უფლების - პირადი ცხოვრების ინტიმურობის გარანტიის გაშარჟებით.
სა-ოცნებო ბანდის წევრებმა და ამომრჩევლებმა ლოგიკურ ჩიხამდე მიიყვანეს ქვეყანაც და საკუთარი თავებიც.
მოვედით უკვე ბატონებო და ქალბატონებო! …-ში ვართ"!

ამერიკაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია