შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუ ახალწვეული სწავლასთან ერთად დაცვის პოლიციაში იმსახურებს, ხელფასს მიიღებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36895 
 13 მარტი 2019

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ახალწვეულები, რომლებიც სწავლის პარალელურად სამხედრო სავალდებულო სამსახურს შსს-ს დაცვის პოლიციაში გაივლიან, ხელფასის სახით ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ახალგაზრდებს მსახურება სამ დღეში ერთხელ მოუწევთ, "რაც ხელშეწყობაა, რადგან სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან და ამაში ანაზღაურებას მიიღებენ. დიდი თანხა არ არის მაგრამ სამ დღეში ერთხელ სამსახურის შემთხვევაში, ნორმალურია", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი შეფასებით, ერთი მხრივ, ცვლილება ქვეყნის ინტერესს ემსახურება და ამავდროულად, სტუდენტების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელებს აღარ გაიწვევენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია