შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპა ქართველებს თავშესაფარს აღარ მისცემს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36900 
 13 მარტი 2019

„ერთადერთი გზა, რაც რჩება, ეს ინტენსიური ახსნა-განმარტებითი კამპანიაა. საქართველოს მოქალაქეები უნდა გატარდნენ გარკვეული მონიტორინგის ქვეშ, - რა პირობებში მოუხდებათ საზღვარგარეთ ყოფნა, რა პესპექტივები აქვთ და ა.შ." - მიუხედავად, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარას ვეღარ მოიპოვებენ, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კვლავ გრძელდება და ამ საკითხის შესახებ, „რეზონანსი" საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ზალკალიანს ესაუბრა.

მისი თქმით, ისეთი მოქალაქეების აღრიცხვა, რომლებიც ევროპაში გარკვეული მოტივით მიემგზავრებიან, მიუღწეველია.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ევროპაში უვიზო მგზავრობის უფლება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ, რა თქმა უნდა, მას რაიმე ტიპის წინააღმდეგობა არ უშლის ხელს, მაგალითად, წარსულში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით რაიმე სახის გაუგებრობა. ხოლო, იმ ადამიანების მონიტრინგი, ვინც ევროპაში გარკვეული განძრახვით მიემგზავრებიან, პრაქტიკულად, შეუძლებელია," - აღნიშნა ზალკალიანმა.

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი საუბრობს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მსგავსი მოთხოვნა მხოლოდ ფუჭია. ამის შესახებ მინისტრმა ესპანეთსა და საფრანგეთში ქუჩაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან.

„ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არცერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული.

"მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მენაღარიშვილი საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებისთვის ფართო მასშტაბიან კამპანიაზე საუბრობს; მისი თქმით, ამ კამპანიაში უნდა ჩაერთონ სხვადასხვა უწყებები და მათ შორის მედიაც.

„ეს კამპანია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ეხება, მასში უნდა ჩაერთონ საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა უწყებები, მედია და ა.შ. საზოგადოებრივ აზრს სჭირდება წარმართვა და ფორმირება. მხოლოდ ერთხელ რაიმე ინსტრუქციის გამოქვეყნება საკმარისი არ არის-ხოლმე. ეს არის ის ძირითადი გზა, რომელსაც უნდა მივმართოთ," - ამბობს ის.

მენაღარიშვილი ეკონომიკურ მოტივზე საუბრობს, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მიდიან, თუმცა მისი თქმით, პოლიტიკური თავშესაფარი სხვა რამ არის;

„მსგავსი მოთხოვნის მქონე უმრავლესობის ძირითად მოტივს ეკონომიკური საკითხი წარმოადგენს და სამწუხაროდ, ეს არ არის უსაფუძვლო, მაგრამ პოლიტიკური თავშესაფარი სხვაა და როგორმე ეს ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ.

„რა თქმა უნდა, ეს მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. ყველა საკუთარ მაგალითზე დაინახავს, რომ უბრალოდ უხერხული პროცედურების გავლა მოუწევთ, დროსა და სახსრებს კი ტყუილად დაკარგვენ.

„იმედია, მომავალში, სხვა მეთოდებს მოძებნიან მათი პერსონალური პრობლემების გადასაწყვეტად. ამ მწარე გამოცდილებას რომ თავი ავარიდოთ, პრევენციულად ახსნა-განმარტებითი სამუშაოები შესაძლოა გამოდგეს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს კონსულებმა ბარსელონასა და ამიენსში, საქართველოს მოქალაქეები მოინახულეს. მათ თავშესაფრის მოთხოვნის გამო ქუჩაში ყოფნა უწევთ.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ.

ანალოგიურ შემთხვევაა საფრანგეთში, ქალაქ ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში რისკებს ვერ ხედავს, თუ ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან ხარვეზები გამოსწორდება.

ამასთანავე, ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა.

„ევროკავშირში თავშესაფრის ძიება შედეგს არ მოიტანს, რადგან საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და ჩვენ საქართველოს ზუსტად ამ პრიზმაში ვუყურებთ. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებს განაცხადს თავშესაფარზე. ეს მასშტაბი უკვე თავისთავად გვაწვდის ინფორმაციას.

„გააჩნია ინტერესებს, შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა. საქართველომ განაცხადა, რომ მას აინტერესებს ევროკავშირში ასეთი მონაწილეობა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში იყოს თვალსაჩინო და ხელშესახები. აი ეს წყვეტა შეიძლება ძალიან მალე ამოივსოს და ეს იქნება მომდევნო ნაბიჯები. ასე ვხედავთ მომავალს," - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია