შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო სექტემბერში გაიხსნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მარტი 2019

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოს მშენებლობა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. უწყებაში განმარტავენ, რომ შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
პროექტის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია